Tuesday, June 10, 2014

                                                    მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეცხრე დღე მეტად საინტერესო აღმოჩნდა, მოვაწყვეთ ჩვენს მიერ შექმნილი პორტოლიოს პრეზენტაციები,დავუსვით შეკითხვები,გავუზიარეთ ერთმანეთს აზრები.ინტელის ტრენინგებით ვისწავლეთ პროექტების ეფექტურად დაგეგმვა, შეფასება, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ტრენინგის ორგანიზატორებსა და ჩვენს ტრენერს ქალბატონ შორენა ბადურაშვილს.

Sunday, June 8, 2014

                                           მერვე დღის რეფლექსია

ტრენინგის მერვე დღეს დავასრულე პორტფოლიოს პრეზენტაცია, მოსწავლეთა პრეზენტაციის ფასილიტაცია, ვისწავლე ვორდის ფაილის ჩასმა power point ის პრეზენტაციაში, გუგლ დოკუმენტებში ფორმის შექმნა, ბლოგზე გაჯეტების დამატება.

Friday, June 6, 2014

მეშვიდე დღის რეფლექსია



ტრენინგის მეშვიდე დღეს გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას, გავეცანით დიფერენცირებულ სწავლებას, სხვადასხვა ინტელექტის ადამიანთა მახასიათებლებს,რათა პროექტის მსვლელობისას დავალებები მოსწავლეებს შევურჩიოთ ინდივიდუალურად, დავიწყე მუშაობა მოსწავლეთა პრეზენტაციის ფასილიტაციაზე. დავასრულე პროექტის შეფასების რუბრიკა.



მეექვსე დგის რეფლექსია


მეექვსე დღეს შევქმენით მოსწავლეთა პრეზენტაცია და  პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა , დავიწყეთ მუშაობა პროექტის შეფასების რუბრიკაზე.




Tuesday, June 3, 2014

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს გავეცანით საავტორო უფლებებს და ძალიან დამაინტერესა. ეს საკითხი ზოგადად პრობლემატურია ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მე პირადად მოსწავლეებს აუცილებლად გავაცნობ მას და ყურადღებას გავამახვილებ პროექტის მსვლელობისას საავტორო უფლებებზე. ასევე ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება როგორც ვორდში ასევე googl ის დოკუმენტებში, რაც ძალიან საინტერესოა და მე ყოველთვის აქტიურად გამოვიყენებ.
დღეს ასევე მოვიძიეთ სურათები და მისამართებით შევინახეთ ჩვენს საქაღალდეებში.

ასე რომ, ამ კვირაშიც ბევრი სამუშაო გვაქვს

მეოთხე დღის რეფლექსია

მეტად ნაყოფიერი გამოდგა დღევანდელი დღე, დავიწყეთ სასწავლო პროექტის პორტფოლიოს შექმნა პოვერ-პოინტის გამოყენებით, ვიმუშავეთ შეფასების დროის ჩარჩოზე და შევქმენით  აქტივობიდან გამომდინარე ცხრილი. მაგალითად მე ვფიქრობ რომ ჩემს მიერ შედგენილი ცხრილი ნამდვილად დამეხმარება იმ კონკრეტული აქტივობის შეფასებაში რის დაგეგმვასაც ვაპირებ.